სენაკის მერიის მხარდაჭერით, ძველ სენაკში უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევევი ჩატარდა

0

ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ამბულატორიის შენობაში, თვალის მიკროქირურგიული ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯის’’ ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მოსახლეობისთვის განხორციელდა უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაციები. კლინიკის ბრიგადის სპეციალისტებმა 38 ადგილობრივ მცხოვრებს ჩაუტარეს გამოკვლევევი საჭიროების შემთხვევაში შემდგომი მკურნალობის დაგეგმვით.

კონსულტაციების პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია ესწრებოდნენ. უფასო კონსულტაციები და შესაბამისად, მკურნალობა თვალზე, პერმანენტულ ხასიათს ატარებს და პერიოდულად გაგრძელდება.