სენაკის მერმა ადგილობრივებს საშობაო ნობათები გადასცა

0

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნატალია ხუბუა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ეწვივნენ და შობა-ახალი წლის დღესასწაულები ტკბილეულობითა და სასურსათო პაკეტებით მიულოცეს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ 3 მოქალაქეს: ნადია ანთიას – ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში და ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში – ტონია მირცხულავასა და ნათელა გოგიას.

აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულთა სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, მოხუცებს, რომლებსაც შეუსრულდათ 100 წელი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველკვარტალურად გადაეცემათ ფულადი დახმარება.

დღესვე, საშობაო საჩუქრად სასურსათო ნობათები დაურიგდა 46 მრავალშვილიან ოჯახს. ასევე, დედ-მამით ობოლ ოთხ მოზარდს და მათ მეურვეებს. მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან, მრავალშვილიან ოჯახებზე და დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარების პროგრამების ფარგლებში, თითოეული მათგანი კვარტალურად ფულად დახმარებას ღებულობს.