სენაკის მერმა მზრუნველობამოკლებულთა ცენტრის ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა

0

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა სასურსათო პაკეტები გადასცეს და მოახლოებული აღდგომა მიულოცეს სენაკის მზრუნველობამოკლებულთა ცენტრის 153 ბენეფიციარს.