სენაკის მერმა წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

0

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების ცენტრის დირექტორი ჯუმბერ ლაშქარავა სენაკის სპორტის სასახლეში, 19-21 თებერვალს, ოზურგეთში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გამარჯვებულ სენაკელ სპორტსმენებს შეხვდნენ.

სენაკის მერმა წარმატებები მიულოცა საქართველოს ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასულ გიორგი ჩხიკვაძეს, მეორე ადგილოსან გელა რურუასა და მესამე ადგილის მფლობელ ხვიჩა ჭითავასა და ლუკა ოჩიგავას (მწვრთნელი ამირან დავითაია).

სპორტის მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია თვითმმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტის მასშტაბით სრულად მოვაწესრიგოთ სპორტული ინფრასტრუქტურა – აღნიშნა სპორტსმენებთან საუბარში მუნიციპალიტეტის მერმა. მან სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები გადასცა და შემდგომი გამარჯვებები უსურვა.

შეხვედრის შემდეგ სენაკის მერმა სპორტის სასახლისა და მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, სადაც მომავალში თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება.