სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშში ასფალტის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

0

სენაკის მუნიციპალიტეტში, ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

გზის მშენებლობის პროექტი, რეგიონალური განვითარების ფონდის და  ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

სოფელ სკურიიდან ადმინისტრაციულ ცენტრამდე, 1800 მ-იან მონაკვეთზე, ახალი ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეაბილიტირებული გზით 2500-ზე მეტი ადგილობრივი ისარგებლებს.

პროექტის ღირებულებამ  185 045 ლარს შეადინა. სამუშაოებზე   20 ადგილობრივი იყო ადასაქმებული.

დასრულებული  სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

სხვა ახალი ამბები: