სენაკის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი გრძელდება

0

სენაკის მუნიციპალიტეტის სრული გაზიფიცირება მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე შპს ,,ალგეთის’’ მიერ გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს თეკლათის, ახალსოფლისა და ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

სამუშაოების პროცესს თეკლათსა და ახალსოფელში ადგილზე გაეცნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია.

ადმინისტრაციულ ერთეულებში მონტაჟდება როგორც საჰაერო, ასევე მიწისქვეშა გაზსადენი ქსელი. საერთო სიგრძით 79 კილომეტრი გაზსადენის გაყვანის შედეგად 1347 აბონენტის გაზიფიცირება იქნება შესაძლებელი. სამუშაოებზე, რომელიც 15 იანვარს უნდა დასრულდეს, 50 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

სხვა ახალი ამბები: