სენაკის მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხების მოწესრიგების პროცესი გრძელდება

0

მუნიციპალიტეტის მასშტაბით გრძელდება სანიაღვრე არხების ამოწმენდის სამუშაოები. მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ლევან კუპრეიშვილის დავალებით, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით და ფიზიკური საშუალებებით ამოიწმინდა ჭყონდიდელის ქუჩაზე არსებული სანიაღვრე არხი. შედეგად, წყალუხვობისას მოიხსნება მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საშიშროება.

სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.

სამუშაოებს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის, გამწვანებისა და მოვლა-პატრონობის ცენტრი ასრულებდა.