სენაკის პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-მოხმარების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

0

დღეს, 29 ივლისს, შსს სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ამავე მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 1986 წელს დაბადებული, ვინმე ნ.ტ დააკავეს. დაკავების მომენტში ეჭვმიტანილს 21 აბი ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი აღმოუჩინეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სენაკის პოლიციის მთავარ სამმართველოში საქმე  260 მუხლის 1 ნაწილით აღიძრა. გამოძიება დაწყებულია, რომელსაც სენაკის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.

სხვა ახალი ამბები: