სენაკის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე ღელეს ამოწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

0

ქალაქ სენაკში მიმდინარეობს რკინიგზის სადგურთან არსებული სარკინიგზო ხიდის ქვეშ გამავალი ღელეს ამოწმენდის სამუშაოები. სამუშაოებს, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივის საფუძველზე, აწარმოებს ს.ს. ,,საქართველოს რკინიგზა’’.

აღსანიშნავია, რომ, უხვი ნალექის დროს, აღნიშნულ ტერიტორიაზე, თავს იყრის დიდი მოცულობის ქვა-ღორღი და შლამი, რაც აფერხებს წყლის დინებას და იწვევს მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებისა და მიმდებარე ტერიტორიის დატბორვას.

სამუშაოების განხორციელების შედეგად, ასევე, თავიდან იქნება აცილებული სარკინიგზო ხიდის დაზიანების საშიშროება.

სამუშაოების მიმდინარეობა მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, გამგებლის პირველმა მოადგილემ თენგიზ ლომიამ და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

სხვა ახალი ამბები: