სენაკის სამხატვრო გალერეა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ დღეს ოფიციალურად გაიხსნა

0

სენაკის სამხატვრო გალერეა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ვითარებაში, წითელი ლენტი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის უფროსმა ლევან უჩანეიშვილმა გაჭრეს.

ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა, საკრებულოს წევრები, გამგეობის პასუსიმგებელი პირები და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწებოდნენ.

საზეიმო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მხატვრულ-მუსიკალური კომპოზიცია.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა შენობის შიდა ინტერიერს, სამუზეიმო განათების, გათბობისა და კონდიცირების სისტემების დამონტაჟებასთან ერთად, განახლდა ფასადი, შეიცვალა ელგაყვანილობის და წყალმომარაგების ქსელები, იატაკი, ჭერი და კარ-ფანჯრები.

ამჟამად გალერეაში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ფონდის 300-ზე მეტი ექსპონატი დაცული და გამოფენილი იქნას. სენაკის სამხატვრო გალერეა 1979 წელს აშენდა.

სხვა ახალი ამბები: