სენაკის სამუსიკო სკოლაში ქართული ენისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

0

სენაკის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა ქართული ენისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება. საღამო გახსნა, დედაენის – ერის ფასდაუდებელი განძის ღირსეულად დაცვისა და პატრონობის მნიშვნელობაზე ისაუბრა მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა, პოეტმა ვასილ ბესელიამ. საღამოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება, რომელშიც სამუსიკო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები, ანსამბლი ,,სენაკი’’ და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ, ორიგინალური ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიციით, მუსიკალური ნაწარმოებებითა და ქართული სიმღერებით გამოირჩეოდა. საღამო რევაზ ლაღიძის დედაენისადმი მიძღვნილმა ჰიმნმა დაასრულა.

სხვა ახალი ამბები: