სენაკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

0

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე და გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნატალია ხუბუა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ალანია. ახლად რეაბილიტირებულ საზოგადოებრივ ჯანდაცის ცენტრს ესტუმრნენ. დაათვალიერეს ცენტრის რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით.

განხორციელებული სამუშაოები ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ უმნიშვნელოვანესი ფუნქციების განხორციელებას, როგორიცაა: არაგადამდები და გადამდები დაავადებების პრევენცია და სკრინინგი, ტუპერკულოზის, ჰეპატიტების, (B,C) აივ ინფექცია შიდსის, განსაკუთრებით საშიში ინფექციების პრევენცია და მკურნალობა, ვაქცინაცია (იმუნიზაცია), ფსიქიკური აშლილობა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა, ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, კატასტროფების და გადაუდებელი სიტუაციებისათვის მზაობა.

ამასთან, დაავადებების პრევენცია და კონტროლი, აქტიური ეპიდზედამხედველობა, გამოწვევებზე საპასუხო რეაგირების კოორდინირებული გეგმებისა და მექანიზმების არსებობა, თანამშრომლობა ვეტერინარიის, განათლების, სოციალურ და საზოგადოებრივ მომსახურების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა სამსახურებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან მათი ძირეული ფუნქციები და პასუხისმგებლობებია.

ჯანდაცვის ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, გამორჩეულია რეგიონის მასშტაბით და სრულ მზადყოფნაშია განახორციელოს ზემოაღნიშნული უმნიშვნელოვანესი ფუნქციები. აღსანიშნავია, რომ სსიპ ლ. საყვარელიძის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ადგილობრივ თვითმმართველობას ოფიციალურ წერილობით მადლობას უხდის ცენტრის სარეაბილიტაციოდ გაწეული დახმარებისთვის.

სხვა ახალი ამბები: