სენაკის სოფლებში სანიაღვრე არხის ამოწმენდისა და ხიდ-ბოგირის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

0

ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასაფლაოსკენ მიმავალი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მიმდინარეობს სანიაღვრე არხის ამოწმენდისა და ხიდ-ბოგირის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოებს ასრულებს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი.