სენაკში 6 დღის წინ დაკარგულ ბავშვს მდინარე ტეხურაში ამ დრომდე ეძებენ

0

სენაკში 6 დღის წინ დაკარგულ ბავშვს, მდინარე ტეხურაში ეძებენ. ამ წუთებში მდინარის პირას სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ელოდებიან მყვინთავებს. ახალი გარემოებები გაბეჩავების მეზობლის ჩვენების შემდეგ გამოიკვეთა.

ოჯახის ინფორმაციით, ფსიქიკური პრობლემების მქონე მამაკაცი 8 წლის ნიკა გაბეჩავასთან ერთად ჯართის შესაგროვებლად მდინარესთან წავიდა, სადაც მისი თქმით, ბავშვი წყალში გადავარდა, თუმცა მეზობელს ამის შესახებ არავისთვის შეუტყობინებია.

ბავშვის ნათესავების მომხდარში მეზობელს ადანაშაულებენ.

სხვა ახალი ამბები: