სენაკში დაკარგულ 8 წლის ბიჭს მესამე დღეა ეძებენ

0

სენაკში მესამე დღეა 8 წლის ბიჭს ეძებენ. დაკარგულის მამის ინფორმაციით ნიკა გაბეჩავა სამი დღის წინ, დაახლოებით 15 საათზე ეზოში გავიდა სათამაშოდ, თუმცა მას შემდეგ არავის უნახავს.

სამართალდამცველები სამძებრო სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებენ, თუმცა ოჯახს დაკარგული ბავშვის შესახებ ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

ცნობილია, რომ ბავშვს გულზე ოპერაცია აქვს გაკეთებული.

სხვა ახალი ამბები: