სენაკში დაკარგული ბავშვის მშობლებმა საქმეზე დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლ-კარის გადაწვა სცადეს

0

სენაკში დაკარგული ბავშვის ოჯახის წევრები საქმეზე დაკავებული პირის საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ. ბავშვის დედის განცხადებით, ის სახლის დაწვას აპირებს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებმაც დაკარგული ბავშვის მშობელს ამის საშუალება არ მისცეს.
დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ფანჯრები ჩამსხვრეულია.

სენაკში დაკარგული 8 წლის ბავშვის მშობლები შვილის მკვლელობაში ერთ-ერთ ადგილობრივს ადანაშაულებენ და მის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

ცნობისათვის, სენაკში 8 წლის ბიჭი 23 თებერვალს გაუჩინარდა. დაკარგულის მამის ინფორმაციით, ბავშვი ეზოში გავიდა სათამაშოდ, თუმცა მას შემდეგ არავის უნახავს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 129-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შეუტყობინებლობას სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის.

სხვა ახალი ამბები: