სენაკში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები გაიმართა

0

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი 26 მაისის საზეიმო ღონისძიებები, დღეს, მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გამართული სპორტული აქტივობებით დაიწყო.

ჭავჭავაძის ქუჩაზე გაიმართა ახალგაზრდათა შორის შეჯიბრი სპორტულ სახეობებში – მარათონი და ველორბოლა, აგრეთვე, მიმდინარეობდა ვაჟთა და გოგონათა მინი საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩები – ცენტრალურ სტადიონსა და მუნიციპალიტეტის სპორტის სასახლეში. გამარჯვებული სპორტსმენები მარათონსა და ველორბოლაში, აგრეთვე, საფეხბურთო ტურნირის ფინალში გამარჯვებული მე-7 საჯარო სკოლის ვაჟთა და მე-3 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდები შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ლაშქარავამ, გამგებლის მოადგილეებმა – თენგიზ ლომიამ და ნატო ფულარიამ და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.

სხვა ახალი ამბები: