სენაკში დაშავებული ორბი იპოვეს

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევი, მოქალაქის მიერ ნაპოვნი დაშავებული ორბი, ბათუმის ზოოლოგიურ პარკში გადაიყვანეს.

ორბი ფრინველების კლასის წარმომადგენელია, რომელიც განეკუთვნება ქორისნაირნის რიგს, საქართველოში გვხვდება ერთი სახეობა ორბი (Gyps fulvus), რომელიც დაცულია საქართველოს „წითელი ნუსხი“-თ.

საქართველოში გავრცელებული ორბი მაღალი მთის მკვიდრია, ცხოვრობს მთის მშრალ და ღია ლანდშაფტებში, ბუდობს კლდეებზე, ხევებსა ან ბორცვებზე. ვერტიკალურად აღწევს 3400 მეტრს. ხშირად ბუდობს კოლონიებად. იკვებება დიდი ცხოველების მძორით (ლეში). მიუხედავად დიდი ზომისა, ცოცხალ ცხოველებს თავს არ ესხმის. ამის მიზეზი ისაა, რომ აღჭურვილია ბლაგვი ბრჭყალებითა და სუსტი ნისკარტით, რომელითაც შეუძლებელია ცხოველის ტყავის გახევა. ასეთი ცხოვრების წესის გამო, ორბი წარმოადგენს ბუნების სანიტარს.

სათანადო მკურნალობის შემდგომ, დეპარტამენტის თანამშრომლები ორბს ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.