სენაკში დასუფთავების აქცია მოეწყო

0

სენაკში, რკინიგზის სადგურისა და სარკინიგზო ლიანდაგების გასწვრივ, მენჯის ყოფილ სანატორიუმში მდებარე სარკინიგზო ბაქნის და მენჯის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიებზე დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო. აქციაში მონაწილეობდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, საქართველოს რკინიგზის დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს სამეგრელოს რეგიონის უფროსი გოდერძი ოთხოზორია, რკინიგზის დეპარტამენტის და მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრის თანამშრომლები.

პოლიეთილენის პარკების და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე სალიანდაგო ხაზის მიმდებარე უბნები. დასუფთავების აქცია პერმანენტულ ხასიათს ატარებს და მომავალშიც გაგრძელდება.