სენაკში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა, დატბორილია ცენტრალური ქუჩები

0

სენაკში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. დატბორილია ქუჩები. ათეულობით ოჯახს გაუნადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. გ

ანსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მშვიდობისა და ჭავეავაძის ქუჩებზე, ადგილობრივები ამბობენ რომ ეს პრობლემა ყოველი წვიმის დროს იქმნება. ისინი სანიაღვრე არხების გაუმართაობაზე საუბრობენ და პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვენ.