სენაკში ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 73-ე წლისთავი აღნიშნეს

0

7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, სენაკის საამაყო შვილის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა. მას 73 წელი შეუსრულდებოდა.

გმირის მშობლიურ ქალაქში ამ თარიღის აღსანიშნავად ღონისძიებათა კვირეული მიმდინარეობდა. დღეს, ჟიული შარტავასა და მისივე სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში, გაიმართა ჟიულის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება და ფოტოგამოფენა.

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ლაშქარავამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სენაკის საზოგადოებამ ჟიული შარტავას სახელობის ცენტრალურ პარკში პატივი მიაგეს გმირის ხსოვნას და გვირგვინებით შეამკეს მისი ბიუსტი, რის შემდგომაც, წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

სხვა ახალი ამბები: