სენაკში ევროპის კვირეულის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

0

9 -24 მაისს საქართველოში ევროპის კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში დედაქალაქსა და რეგიონებში ტარდება საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები.

დღეს, სენაკის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, უახლეს ტენდენციებსა და გამოწვევებზე ამ მიმართულებით. საინფორმაციო ცენტრის მოხალისეებმა ბუკლეტები, მაისურები, სტიკერები და სხვა ატრიბუტები დაარიგეს.

ევროპის დღეები საქართველოში უკვე ტრადიციულ ხასიათს ატარებს. მას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ახორციელებს.