სენაკში გადახდილი დაბადების დღე და “მერსედესის” მარკის ავტომობილი ლალი ანთიასთვის

0

არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერის, ლალი ანთიას საქმიანობაზე საინფორმააციო სააგენტო smo news კვლავ აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებას. საინფორმაციო სააგენტო ინტერვიუს იმ ნაწილს გთავაზობთ, სადაც საუბარია ლალი ანთიასა და სენაკის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მურად შამათავას ურთიერთობაზე.

smo news-ის კონფედენციალური წყარო ჟურნალისტს იმ დეტალებზე უყვება, რომელიც სწორედ ლალი ათიასთან და სენაკის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეს შორის მომხდარ ფატებს ეხება.

-რა ურთიერთობა ქონდა ლალი ანთიას სენაკის საკრებულოს უკვე ყოფილ თავმჯდომარესთან, მურად შამათავასთან?

-მათი ურთიერთობა დაიწყო ფაქტიურად 2012 წლიდან. თავად ბატონი მურადი არის საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებული ფიგურა და ალბათ გაგიკვირდებათ თუ რას შეეძლო ისინი ერთმანეთთან დაეკავშირებინა. ლალი ანთია ყველას და მათ შორის მურად შამათავასაც თავს აჩვენებდა ისე, თითქოს ის ყოფილიყო ყოვლისშემძლე პატრიოტი. მან თავის დროზე არც იცოდა ანთიას ბეგრაუნდი. გამომდინარე აქედან ის ენდობოდა ანთიას და სჯეროდა იმის, რასაც ის ქადაქებდა.

-სად და როგორ უკავშირდებოდნენ ისინი ერთმანეთს და რა თემებზე?

-ძირითადად ზუგდიდში. თავად შამათავა მოდიოდა მასთან ზუგდიდში, კონკრეტულად კი თბილისის ქუჩაზე, ქალბატონ ნუნუ სახურიას სახლში. თემები იყო ჯერ ზოგადი. შემდეგ ანთიამ გამოიკითხა შამათავას ქონებრივი შესაძლებლობები და როგორც შეეძლო ისე ცინცლავდა მას თანხებსაც და სხვათაშორის საყოფაცხოვრებო ნივთებსაც.

-და რა ქონებას ფლობდა შამათავა ასეთს, რომ ლალი ანთია დახარბებულიყო?

-დიდი არაფერი. უბრალოდ ქონდა სუპერმარკეტი და საარსებო თანხა, რომელიც დღევანდელ პირობებში ბევრს არ აქვს. ლალი ანთიას ბატონმა სამათავას პატივისცემის ნიშნად დაბადების დღეც გადაუხადა სენაკში. გეტყვით იმასაც თუ სად. ეს იყო ერთ-ერთი სენაკელი ქალბატონის სახლში. სუფრა იყო არაჩვეულებრივი, რომელსაც არ აკლდა ჩიტის რძეც. აღნიშნულ სუფრაზე მიწვეული იყვნენ სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი თანამდებობის პირებიც. როგორც მე გავიგე შემდეგ, სუფრის გაკეთება ლალი ანთიასთვის სენაკის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს 3 ათას ლარამდე დაუჯდა.

-რატომ ეფერებოდნენ ასე და ანებივრებდნენ ანთიას, თუნდაც ბატონი შამათავა?

-იქ იყო სხვა თემები, რომელსაც სხვა დროს ვიტყვი. ახლა მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ლალი ანთია საკრებულოს თავმჯდომარეს ერთს ეუბნებოდა, მეორეს ფიქრობდა და მესამეს აკეთებდა. ეს საერთოდ მისი სტილია და არც გამკვირვებია მისგან, რადგან სენაკის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ერთ-ერთი და მორიგი მსხვერპლი იყო ლალი ანთიასგან.

-მსხვერპლი გადაჭარბებულად ნათქვამი ხომ არ არის?

-აბსოლიტურად არა. შამათავას გარდა იმისა, რომ ანთიამ დაბადების დღეც კი გააკეთებინა, ცალკე ფულებიც გამოსცინცლა, იყო სხვა უამრავი თემებიც. მაგალითად 2013 წელს ლალი ანთიამ მოაწყო ზუგდიდიდან სააკაშვილის კუბოთი გასვენების ცერემონიალი. ეს ცერემონიალი სწორედ სხვასთან ერთად შამათავამ დააფინანსა ფაქტიურად. დააფინანსა თუმცა შამათავამ არც იცოდა რა რიტუალს აფინანსებდა. ანთიამ მას მოსთხოვა ფული და საწვავი “მნიშვნელოვანი” აქციის მოსაწყობად. შამათავამ ანთიას 800 ლიტრი ბენზინი უფეშკაშა და პლუს თანხაც სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსაყვანი ხალხისთვის.

-ანუ ამ ხალხს ფულს გადაუხდიდნენ თუ როგორ?

-ხალხს არა, მიკროავტობუსებს, რომელიც ამ ხალხის ჩამოსაყვანად იყო საჭირო. და იცით სინამდვილეში რა მოხდა? ანთიამ ეს საწვავიც და თანხაც შეიტყაპუნა და აქციის ორგანიზატორებს შემდეგ ვალებიც დაედოთ. კუბოს ფული დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ გადაიხადეს და მიკროავტობუსებიც. ის შემდეგ ისევ ადგილობრივების გასასტუმრებელი გახდა.

ახლა კი ყველაზე მთავარზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. სენაკის საკრებულოს ტავმჯდომარეს პრობლემები შეექმნა სენაკში. მას საკრებულოს ნაციონალი წევრები აუჯანყდნენ და იმპიჩმენტით დაემუქრნენ. სწორედ ამ დროს მან ანთიას მიმართა საშველად, რადგან ეგონა, რომ ლალი ანთია რასაც ქადაქებდა მართალი იყო.

-და რას ქადაგებდა, რომ ასე აჯერებდა ყველას?

-იმას, რომ თითქოს ის ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი იყო და ყველა პრობლემას ნებისმიერ ადამიანს მოუგვარებდა საჭიროების შემთხვევაში. მათ არწმუნებდა ანთია, რომ ძალიან კარგად იყო ივანიშვილის დაცვის წევრებთან და მათი მეშვეობით ნებისმიერ დროს შეხვდებოდა და მოუყვებოდა ამბებს.

-გაუწია თუ არა საბოლოოდ ანთიამ შამათავას დახმარება?

-დახმარებას რამდენიმე კვირა პირდებოდა. სამატავას კი ამ ხნის განმავლობაში სჯეროდა ანთიასი. ბოლოს მან სამათავას საკუთარი მანქანა სთხოვა.

-ანუ ქრთამის სახით თუ?

-არა ქრთამის სახით არ უთხოვია. უბრალოდ უთხრა, რომ მის შუათანა ვაჟს გაუფუჭდა მანქანა და საქმისთვის სჭირდებოდა. თან ისიც დაამატა, რომ იმ პერიოდში სწორედ მისი საქმეებით იყო დაკავებული, თუმცა მანქანა გაუფუჭდათ. შამათავამაც არ დააყოვნა და ანთიას ოფისთან მოუყვანა მერსედესის მარკის ავტომანქანა. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მეორე დღეს ანთია ისევ საკუთარი მერსედესით დადიოდა ხოლო შამატავას მიერ მოყვანილი მერსედესის საჭეს ლალი ანთიას დისშვილი, ვინმე შაკო მართავდა.

საქმე რა თქმა უნდა მაინც ვერ გაკეთდა და მალევე შამათავას საკრებულოს წევრებმა იმპიჩმენტი გამოუცხადეს. მან დაკარგა თანამდებობა. ლალი კი დუმდა.

-ამის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?

-ძალიან ცუდად. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ლალი ანთიამ მანქანა შამათავას უკან დაუბრუნა, თუმცა აკუმულატორის გარეშე. მანქანის წასაყვანად თბილისის ქუჩაზე შამათავას დისშვილი მოვიდა. ამის შემდეგ შამათავას ლალი ანთია არც მოუკითხავს და პირიქით, არც ანთიას შამათავა.

სხვა ახალი ამბები: