სენაკში გარე განათების ბოძებზე დიოდური ნათურები მონტაჟდება

0

სენაკში, გარე განათების ბოძებზე 150 ვატიან ნათურებს 50 ვატიანი დიოდური LED ნათურებით ცვლიან. ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამ ეტაპზე დამონტაჟდება 360 დიოდური ნათურა. ნათურების ჩანაცვლების შემდეგ ქალაქი სენაკი  24 000 ლარის წლიურ ეკონომიას მიიღებს. სამუშაოებს კეთილმოწყობისა და გამწვანების მოვლა-პატრონობის ცენტრი აწარმოებს.