სენაკში გიორგი ჭალადიდელის საიუბილეო საღამო გაიმართა

0

ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა ცნობილი ქართველი საბავშვო მწერლის გიორგი ჭალადიდელის (ქოჩაკიძის) საიუბილეო საღამო, რომელიც მწერლის დაბადებიდან 170-ე წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მწერლის მშობლიურ სოფელში, საჯარო სკოლის მომდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გამართულ დღესასწაულში სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ფოლკლორული, საესტრადო, ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები, ასევე, ზემო ჭალადიდის სკოლის მოსწავლეები და ბაღის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ორგანიზატორი იყო სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი.

სხვა ახალი ამბები: