სენაკში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

0

სენაკში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელს ახალი ასფალტობეტონის საფარი ეწყობა ქალაქის 16 ქუჩაზე. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების (ზანა, ხორში, მენჯი, ეკი, თეკლათი) უბნებში, ასევე მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოების ჯამური ღირებულება, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სს ,,არქეოპოლისი’’ ახორციელებს შეადგენს 1 535 777 ლარს.

ამ ეტაპზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა დასრულებულია რუსთაველის (ნინოშვილის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე), ნინოშვილის, ზუგდიდის, სანაიას, ვაჩნაძის, შონიას, ნუცუბიძის, ნაფეტვარიძისა და დავითაიას ქუჩებზე. ასევე, ნოსირის (საოდიშარიოს უბანი, სოფლის სასაფლაოსკენ მიმავალი გზა და გზა წყალსადენის მიმართულებით) და თეკლათის (ტყირის უბანი) ადმინისტრაციულ ერთეულებში.

პროექტის მიხედვით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ასევე განხორციელდება არსებული ასფალტირებული გზების კაპიტალური ორმული შეკეთება. ასფალტირებული გზის ორმული სამუშაოები უკვე დასრულებულია აკაკი ელიავას ქუჩაზე და მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის ბათარიის უბანში.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, გამგებლის მოადგილე თენგიზ ლომიასთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად.

სხვა ახალი ამბები: