სენაკში ლელობურთში საგაზაფხულო ჩემპიონატმა სტარტი აიღო

0

საქართველოს ლელოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით კილასონიას ინიციატივით, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სენაკის მუნიციპალიტეტის სასკოლო გუნდებს შორის, დღეს, ლელობურთში საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო.

ლელობურთში ჩემპიონატის დაფუძნების მიზანი უძველესი თამაშის – ქართული ეროვნული სპორტის სახეობის აღორძინებაა. პირველი შეხვედრას, რომელიც ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, დავით კილასონია და საგანმამათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თამაშში დღეს ლეძაძამეს, ფოცხოს, უშაფათის, ზანის, ნოქალაქევისა და ძველი სენაკის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ჩემპიონატი, რომელშიც მუნიციპალიტეტის 16 კერძო და საჯარო სკოლის გუნდი ჩართული, 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს დასრულდება.