სენაკში მცირეწლოვანი ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

0

სენაკში წლინახევრის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევისას, პატარა სახლში მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. დაშავებული ქუთაისის საავამდყოფოში გადაიყვანეს. მკურნალი ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.