სენაკში მოსახლეობას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ძირითად პრინციპებს აცნობენ

0

ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო – საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდნენ.

მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ძირითად პრინციპებზე, სახელმწიფოს მიერ მავნებლის საწინააღმდეგოდ დაგეგმილ ღონისძიებებსა და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების გზებზე, ასევე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროგრამებსა და პროექტებზე.