სენაკში ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა

0

სენაკის მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია შესული აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები. თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, დღეს, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებმა ფერომონები განათავსეს. მათი საშუალებით ხდება მავნებლის მოზიდვა და ხორციელდება ლიკვიდაცია წერტილოვანი დარტყმებით.

ფერომონები განთავსებულია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში. ყოველკვირეული მონიტორინგის საფუძველზე, მიმდინარეობს წერტილებისა და დროის განსაზღვრა, რის საფუძველზეც აზიური ფაროსანას განადგურება ხდება.

ამჟამად, ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, მიმდინარეობს იმ ფართობების ქიმიური დამუშავება, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. დღესვე შეწამვლის პროცესი განხორციელდება ხორშისა და ეკის ადმინისტრაციულ ერთეულებში.