სენაკში, ქალაქის ცენტრალური ნაწილის განახლების პირველი ეტაპი დაიწყო

0

სენაკში, ქალაქის ცენტრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რუსთაველისა და წმინდა ნინოს ქუჩების კვეთაზე, დაიწყო მოედნის მოწყობის სამუშაოები, რომელიც მოიცავს გზის ბაზალტის ქვაფენილით მოპირკეთებას, გრანიტის ქვაფენილების დაგებას, მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების ზოლისა და დეკორატიული ლითონის მოაჯირის მოწყობას. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების გარე განათება. ფეხით მოსიარულეთათვის მოეწყობა გრანიტის ტროტუარები და ბორდიურები.

სამუშაოების მიმდინარეობა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ. ,,სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქის ცენტრალური მოედანი შეიცვლის იერსახეს. ეს არის ქალაქის ცენტრალური ნაწილის სრული განახლების პირველი ეტაპი’’ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

სამუშაოებს, რომლის ღირებულება შეადგენს 167 400 ლარს, ახორციელებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმე გოჩა ქირათელიძე. დასაქმებულია 25 ადამიანი.

სხვა ახალი ამბები: