სენაკში საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საფრთხე მოხსნილია

0

მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერის ლევან კუპრეიშვილის დავალებით, წლების მანძილზე დაგროვილი შლამისა და ინერტული მასალისგან გაიწმინდა ბელიაშვილისა და სტალინის ქუჩების კვეთაზე არსებული მილხიდი. ასევე გაიწმინდა ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სანიაღვრე არხი და სტალინის ქუჩაზე მდებარე გზის სავალი ნაწილის გასწვრივ მდებარე კიუვეტი 100 გრძივ მეტრზე.

შედეგად, წყალუხვობისას მოხსნილია მიმდებარე მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საშიშროება. სამუშაოებს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის, გამწვანებისა და მოვლა-პატრონობის ცენტრის თანამშრომლები ასრულებდნენ.

სხვა ახალი ამბები: