სენაკში სანიაღვრე არხის ამოწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

0

ქალაქ სენაკში, შენგელიას ქუჩაზე, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერის ლევან კუპრეიშვილის დავალებით, წლების განმავლობაში დაგროვილი შლამისა და ინერტული მასალისგან, ფიზიკური საშუალებებით და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, 600 გრძივ მეტრზე, მიმდინარეობს სანიაღვრე არხის ამოწმენდის სამუშაოები. შედეგად მოიხსნება მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საშიშროება.

სამუშაოებს ასრულებენ მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და გამწვანების მოვლა-პატრონობის ცენტრის თანამშრომლები.