სენაკში სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

0

ქალაქ სენაკში, ასათიანის ქუჩაზე, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები.

100 გრძივ მეტრზე სანიაღვრე არხის მოწყობას მიმდებარე მთის კალთიდან ქუჩის გასწვრივ, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, ახორციელებს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად აღმოფხვრილი იქნება ქუჩის მაცხოვრებლების ეზოების დატბორვის წლების მანძილზე არსებული პრობლემა.