სენაკში საოჯახო მედიცინის ცენტრი “მკურნალი” გაიხსნა

0

სენაკში, მრავალპროფილიანი კლინიკა – საოჯახო მედიცინის ცენტრი ,,მკურნალი’’ გაიხსნა. სამედიცინო კლინიკის გახსნას საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა, გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია, თვითმმართველობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უახლესი თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ცენტრში, პაციენტებს მოემსახურება კვალიფიციური მედპერსონალი, სერტიფიცირებული, გამოცდილი ექიმების ჯგუფი. კლინიკა ემსახურება როგორც სახელმწიფო პროგრამით, ასევე, კორპორატიულ კომპანიებში დაზღვეულ პაციენტებს.

ცენტრი აღჭურვილია უახლესი მოდელის ლაბორატორიული, გინეკოლოგიური, ექოსკოპიური, ოფთალმოლოგიური და ფიზიო აპარატურით. კლინიკაში ფუნქციონირებს ფიზიო-ესთეტიკური, სარეაბილიტაციო და სტომატოლოგიური კაბინეტები. ცენტრში შექმნილია ყოველმხრივი პირობები პაციენტებთან ინდივიდუალური მიდგომა-მკურნალობისთვის და სრულად ამართლებს კლინიკის უმთავრეს მესიჯს – ,,ჯანმრთელობა შენი უფლებაა, ისარგებლე ამ უფლებით’’.

სხვა ახალი ამბები: