სენაკში შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

0

მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილმა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მოინახულეს და გადასაადგილებელი ეტლები გადასცეს.

მუნიციპალიტეტის მერიამ, საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” მხარდაჭერით, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 4 სპეციალური საჭიროების მოქალაქეს უსასყიდლოდ გამოუყო ეტლები. მერიის ხელშეწყობით, უკვე 3 წელია ეტლები ურიგდებათ მოქალაქეებს, როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში. ამ წლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტლები უკვე 41 შშმ პირს გადაეცა.

ორგანიზაცია მუნციპალიტეტებთან თანამშრომლობს და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ცდილობს იმ შშმ პირების პრობლემების მოგვარებას, რომლებსაც გადაადგილება უჭირთ. ყველგანმავალი საინვალიდო ეტლის ინოვაციური დიზაინი იძლევა ადვილად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას, რაც გააუმჯობესებს შშმ პირების ღირსეული ცხოვრებისა და გარემოსთან ადაპტირების ხარისხს.