სენაკში სკოლამდელი ასაკის პატარების მონაწილეობით მხიარული სტარტები გაიმართა

0

დღეს, სენაკის სპორტის სასახლეში, მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, მხიარული სტარტები გაიმართა, რომელშიც სენაკის პირველი, მე-2 და მე-6 ბაგა-ბაღების და მე-2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. გამარჯვება წილად ერგო სენაკის მე-2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ჯგუფს. გამარჯვებულებს პრიზი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ გადასცა.

აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილზე გასული პატარების მე-2 საბავშვო ბაღის შენობას უახლოეს პერიოდში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და პატარები შეძლებენ ახალ თანამედროვე სტანდარტების დონეზე რეაბილიტირებულ შენობაში გადასვლას.

შეჯიბრებას მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა, გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა ახალი ამბები: