სენაკში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სამედიცინო მხარდაჭერა ხორციელდება

0

სენაკის მუნიციპალიტეტში, პროგრამის ,,რეგულარული სამედიცინო მომსახურეობა ჯანმრთელი ცხოვრებისათვის’’ ფარგლებში, განახლდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფებისთვის სამედიცინო მხარდაჭერის განხორციელება. 25, 26 და 27 მარტს, ექიმთა კვალიფიციური გუნდის მიერ სამედიცინო მომსახურეობა მიეწოდა თეკლათის, ახალსოფლისა და ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ 200-მდე ბენეფიციარს.

პროგრამის განხორციელებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია, საკრებულოსა და გამგეობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

პროგრამას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს იაპონიის საელჩო საქართველოში, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. პროექტის ინიციატორია სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა და მხარდაჭერილია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

პროექტის მონიტორინგს ახორციელებს ა(ა)იპ ამბულატორიული მომსახურეობისა და მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრი.

სხვა ახალი ამბები: