სენაკში, სოფელ ზანა-ეწერის მიმართულებით ახალი გზა დაიგო

0

სენაკის მუნიციპალიტეტის ზანას ადმინისტრაციულ ერთელში ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ზანა-ეწერის მიმართულებით 2,3 კილომეტრზე ახალი გზა დაიგო. აქამდე ამ მონაკვეტზე ასფალტო-ბეტონის საფარი არასდროს არსებობდა.

სამუშაოები, რომლის ღირებულებამაც 173 017 ლარი შეადგინა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდადნ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. გზის მშენებლობის პროცესში 20 ადგილობრივი დასაქმდა.

დასრულებულ სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე გაეცნო. გზის სამშენებლო სამუშაოები  ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,არქეოპოლისმა’’ განახორციელა.

სხვა ახალი ამბები: