სენაკში სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტი რეაბილიტირებულია

0

დასრულდა გასული წლის სექტემბერს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებულ ობიექტზე – რუსთაველის ქუჩაზე, ტაბიძის ქუჩიდან ხორავას ქუჩამდე არსებულ ღელეზე – რკინა-ბეტონის ჯებირებისა და გადახურვის მოწყობა. რეაბილიტირებული ობიექტი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

რეაბილიტაციის ფარგლებში არხის ორივე მხარეს მოეწყო საყრდენი კედლები, რომლის სიგრძე 110 მ-ია და სიგანე – 4,5 მ. წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა – გიმნაზიის მიმდებარედ ღელე გადაიხურა რკინა-ბეტონის კონსტრუქციით. სამუშაოების ღირებულებამ, რომელსაც შპს „მშენსერვისი-7“ აწარმოებდა, 59 569 ლარი შეადგინა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს და მაისის პირველ დღეებში დასრულდა. შედეგად, შემცირდა მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საშიშროება და გაუმჯობესდა წყალგამტარუნარიანობა, სკოლის მიმდებარედ მოეწყო ავტოპარკინგი.

ამასთან, უახლოეს მომავალში, ქალაქის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში, ქალაქის ამ ნაწილში, ქუჩის ორივე მხარეს, დაიწყება ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაოები.

სხვა ახალი ამბები: