სენაკში სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

სახოკიას ქუჩაზე მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტის რეაბილიტაცია. ეწყობა ხიდ-ბოგირი, გაბიონი, ასევე, მიმდინარეობს ჩარეცხილი გზის სავალი ნაწილის აღდგენა.

სამუშაოებს, რომლის ღირებულება შეადგენს 14 877 ლარს, ახორციელებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,თვინსი’’. დაზიანებული ობიექტის აღდგენა ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით. სამუშაოებზე დასაქმებულია 12 ადგილობრივი მაცხოვრებელი. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

პარალელურად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ასევე მიმდინარეობს და წლის ბოლოს დასრულდება აღდგენითი სამუშაოები სტიქიის შედეგად დაზიანებულ 19 ობიექტზე.

სხვა ახალი ამბები: