სენაკში სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

რუსთაველის ქუჩაზე, ტაბიძის ქუჩიდან ხორავას ქუჩამდე არსებულ ღელეზე, მიმდინარეობს რკინა-ბეტონის ჯებირებისა და გადახურვის მოწყობა. სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

რეაბილიტაციის ფარგლებში არხის ორივე მხარეს ეწყობა საყრდენი კედლები, რომლის სიგრძე 110 მ-ია და სიგანე – 4,5 მ. სამუშაოების ღირებულება, რომელსაც შპს „მშენსერვისი-7“ აწარმოებს, 59 569 ლარს შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო თებერვლის ბოლოს და აპრილში დასრულდება. შედეგად, შემცირდება მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საშიშროება და გაუმჯობესდება წყალგამტარუნარიანობა.

სხვა ახალი ამბები: