სენაკში სტიქიისგან დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა, სტიქიისგან დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერეს.

ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის საჯაკობიოს უბანში, მერი ადგილზე გაეცნო დაზიანებული ხიდისა და ჯებირის რეაბილიტაციის, აგრეთვე, ამავე უბანში, დაზიანებული ხიდის აღდგენის მიმდინარეობას. ქალაქის ტერიტირიაზე, აღმაშენებლის ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის მერმა ორი ობიექტის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა – ყოფილ №2 საკირემდე სანიაღვრე არხის ამოწმენდის, არსებული ხიდბოგირის გაფართოებისა და სანიაღვრე არხზე ჯებირის მოწყობის სამუშაოები. გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე იგი ასევე ადგილზე გაეცნო №40 სახლის გასწვრივ, ღელე ,,ხაბაზეთზე’’, ამორტიზებული ბეტონის ჯებირის აღდგენის და სანიაღვრე არხის ამოწმენდის სამუშაოებს.

2016 წლის 1 სექტემბრის სტიქიისგან დაზიანებული 11 ობიექტის რეაბილიტაციას, რომელთაგან 5 – ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო 6 – ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,აფო’’ აწარმოებს. სამუშაოები, რომლის ღირებულება 153 777 ლარს შეადგენს, 30 ივლისს დასრულდება. se