სენაკში, თანამედროვე მინი მოედნის მოწყობა მიმდინარეობს

0

სენაკში, თანამედროვე სტანდარტების ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. შარტავას ქუჩაზე N14-ში მდებარე მიწის ნაკვეთი უკვე გაიწმინდა სამშენებლო ნარჩენებისგან. მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, მოადგილეებთან – თენგიზ ლომიასთან და ნატო ფულარიასთან ერთად, 50 მაყურებელზე გათვლილი, ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნის მოწყობის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.

სამუშაოების ღირებულება, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,დაგი’’ აწარმოებს 68 289 ლარს შეადგენს. სამუშაოებზე დასაქმებულია 10 ადგილობრივი.

სამუშაოების დასრულება უზრუნველყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდებისთვის სპორტული ცხოვრების განვითარებას.

2013 წლიდან დღემდე მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 19 ხელოვნურსაფარიან მინი მოედანს.

სხვა ახალი ამბები: