სენაკში თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

0

სენაკის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და გამწვანების მოვლა-პატრონობის ცენტრის წარმომადგენლები თოვლის საფარისგან მწვანე ნარგავების გაწმენდას აწარმოებენ.

მობილიზებულია და მუშაობს შესაბამისი ტექნიკა გზების გასაწმენდად. უშაფათისა და ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც თოვლი შედარებით უხვად მოვიდა, გასულია ტექნიკა და მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. დასრულებულია მენჯი-ეკის საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები.

ამ დროისთვის გზებზე მოძრაობა შეუზღუდული არ არის. მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალი შეუფერხებლად მიეწოდება.

სხვა ახალი ამბები: