სენაკში ტროტუარებისა და ბორდიურების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, გამგებლის მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ჭავჭავაძის ქუჩაზე, კოსტავასა და ხორავას ქუჩების მონაკვეთზე მიმდინარე ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.

ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის განვითარების ფარგლებში, ჭავჭავაძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, გრძელდება რეაბილიტაციის მეორე ეტაპი – მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობა. პარალელურად, ამავე მონაკვეთზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწესრიგების, არსებული ჯებირების გამაგრების სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც ძლიერი წვიმების დროს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი ეზოების დატბორვის საფრთხე აცილებული იქნება.

სამუშაოების საერთო ღირებულება, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,აფო’’ აწაროებს, 135 448 ლარს შეადგენს.

სხვა ახალი ამბები: