სენაკში ტროტუარებისა და ბორდიურების შეკეთებისთვის 267 777 ლარი დაიხარჯება

0

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, გამგებლის მოადგილე თენგიზ ლომიასა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობისა და აღდგენის სამუშაოები, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და გარეუბნებს მოიცავს.

პროექტის მიხედვით, რუსთაველის ქუჩის ორივე მხარეს (ტაბიძის ქუჩიდან ჭყონდიდელის ქუჩის მიმართულებით) და ქურდოვანიძის ქუჩაზე, გზის ორივე მხარეს (რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩებს შორის), მიმდინარეობს ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა გამწვანების ზოლით და პანდუსებით შშმ პირებისთვის. ტროტუარები და ბორდიურები ეწყობა, ასევე, წერეთლის ქუჩაზე, რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩებს შორის. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში – ხორავას ქუჩაზე მიმდინარეობს დაზიანებული ტროტუარებისა და ბორდიურების შეკეთება, აგრეთვე, მოწყობილი ბორდიურების შეღებვა.

სამუშაოების ღირებულება, რომელიც მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ივლისის პირველ ნახევარში დასრულდება, შეადგენს 267 777 ლარს.

აღსანიშნავია, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ტროტუარის საფარის მოწყობა ხორციელდება ბაზალტის ქვებით.

სხვა ახალი ამბები: