სენაკში უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდა

0

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის თავისა და კისრის ონკოლოგიური დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის თამარ ბარამიძის და კლინიკა ,,მედსის’’ ოფთალმოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის, ჩაჩავას კლინიკის ოფთალმოლოგიური განყოფილების უფროსის, ექიმ-ოფთალმოლოგის ლიკა ედიბერაძის ინიციატივით და ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის მე-5 კურსის სტუდენტების მონაწილეობით, უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდა წმინდა ალექსი ბერის სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის შენობაში.

სამედიცინო კონსულტაციები, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ლევან კუპრეიშვილის მხარდაჭერითა და ორგანიზებით მიმდინარეობდა, ჩაუტარდა სენაკის მოქმედ ტაძრებში მოღვაწე სასულიერო პირებს – მოძღვრებს, დედებს, მამებსა და მორჩილებს. გამოკვლევების მიმდინარეობას საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია ესწრებოდნენ.

ჩატარდა პროფილაქტიკური გასინჯვა ყბა-კბილთა სისტემების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების აღმოჩენის მიზნით, აგრეთვე, პირის ღრუს სანაცია, ქირურგიული თვალსაზრისით. ოფთალმოლოგებმა ჩაატარეს – ოფთალმოსკოპია, ვიზომეტრია, ტონომეტრია, სათვალის შერჩევა. სასულიერო პირებმა გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს აქციის ინიციატორებს.

სხვა ახალი ამბები: