სენაკში ჟიული შარტავას 74 წლის იუბილე აღნიშნეს

0

7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, სენაკის საამაყო შვილის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა. მას 74 წელი შეუსრულდებოდა.

დღეს, ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმში, გაიმართა გმირის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება და ფოტოგამოფენა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, სენაკის საზოგადოებამ ჟიული შარტავას სახელობის ცენტრალურ პარკში პატივი მიაგეს გმირის ხსოვნას და გვირგვინებით შეამკეს მისი ბიუსტი, რის შემდეგაც, წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.