სერვისების ცენტრი ქალაქ ფოთში საგაზაფხულო სამუშაოებს ახორციელებს

0

ქალაქის ცენტრალურ პარკში შადრევანი ამოქმედდა. ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი აგრძელებს საგაზაფხულო სამუშაოებს.

ცენტრალური პარკი და სკვერები იწმინდება სარეველა ბალახებისაგან, მთელ რიგ უბნებზე მიმდინარეობს თიბვის სამუშაოები.

აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარეობს მშრალი ხიდის მოაჯირების სამღებრო სამუშაოები.

ქალაქში არსებული ღია სანიაღვრე ჭები დაიფარა ახალი ბეტონის ლუქებით.